Thursday, August 4, 2011

მოდური აქსესუარები ზაფხული-შემოდგომა 2011

 სეზონის განსაკუთრებული ტრენდია რეტრო-ჩანთები. ეს მოდელები გასული საუკუნის 70-80-იანი წლებში გვაბრუნებენ.

მოდაშია ღია, კაშკაშა ფერებისა და საინტერესო ფერთა კომბინაციის ჩანთები (Prada, Chanel),ასევე ხალისიანი ახალგაზრდული პრინტებით გაფორმებული პლაჟის ხელჩანთები (Versus).

მოდაში რჩება კონვერტის, ოვალური და სხვადასხვა ფორმის პატარა ჩანთა, (კლაჩი), რომელიც განსხვავებით წინა სეზონებისგან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიჭიროთ.

უმეტეს შემთხვევაში ფერთა გამა კლასიკურია, თუმცა ზოგიერთ კოლექციაში გვხვდება-იისფფერი, ცისფერი, სალათისფერი, მელნისფერი ხელჩანთები, რომელნიც ზოგჯერ მძივებით, ბისერით ან სხვადასხვა სახის კრისტალებითაა გაფორმებული. (Louis Vuitton, Burberry Prorsum).

ძალიან მოდურია ამ სეზონზე ჩანთა- საფულე და ჩანთა-ქისა, საფულეები ღია ფერებშია წარმოდგენილი, ქისებს კი განსაკუთრებით ელეგანტურსა და პრაქტიკული მოდელების სახით გვთავაზობენ. (Chanel)

მოდაშია დაწნული ჩანთებიც. სტილი დიდად შეზღუდული არ არის. მთავარია მიემხროთ მოდური სამოსის მიმართულებას და შესაფერისი ჩანთა აარჩიოთ. (Grizzly, Kawaii Factory, Freitag)

რაც შეხება საგაზაფხულო ბიჟუტერიას. მოდაშია ბეჭდები მკვეთრი გეომეტრიული ფორმებით. ამ სეზონზე შესაძლებელია, როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ბეჭდის ერთად ტარება, მთვარია მათი სტილი მკვეთრად არ განსხვავდებოდეს.

აქტუალური იქნება ვინტაჟის ტიპის მძივები. ამ სეზონზე, ფერს და მასალას მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს გამჭვირვალე მინისა თუ ხის მძივები, მთვარია მოიხდინოთ.

რაც შეეხება საყურეს, ის თავისი სიმკვეთრით, ზომით და სიკაშკაშით უნდა გამოიკვეთოს სხვა აქსესუარების ფონზე.
ამ სეზონის მოდური სამაჯურები მეტად ელეგანტური და ქალურია.

გავრცელებულია მაგნიტისგან დამზადებული მოოქრული ან მონიკელებული სამკაულები. ევროპაში და აშშ-ში ამ სამკაულების ფასი უკვე პრესტიჟული მოდური სამკაულებს უთანაბრდება.

მედიცინა მზის სათვალეს მხოლოდ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ საშუალებად მიიჩნევს, თუმცა ის განსაკუთრებული მოდური აქსესუარია. ზაფხული წამოუდგენელია მოდური და ხარისხიანი მზის სათვალის გარეშე.
მოდაშია რეტროს სტილის დიდი სათვალე, ავიატორის სტილი. აქტუალურია თითქმის გამჭვირვალე ლინზები.
By:Fashionista

No comments:

Post a Comment