Thursday, August 4, 2011

თინეიჯერული ფილმები ♥






  LOL (Laughing Out Loud):LOL – ინტერნეტის ენაზე "ვკვდები სიცილით"-ს ნიშნავს. 15 წლის გოგონასაც მეგობრები ასე მიმართავენ. ერთხელაც, როდესაც ლოლა არდადეგებიდან კლასში ბრუნდება, აღმოჩენს, რომ ბოიფრენდი მას მთელი ზაფხულის განმავლობაში ღალატობდა. ახლა გოგონას მხოლოდ დედის დახმარების იმედი აქვს, დედას კი სულაც არ ცალია მოზარდისთვის, მას თავისი პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაში
A cinderella story:სემ მონტგომერი, ექსცენტრიულ დედინაცვალ ფეონასტან და მის ბოროტ ქალიშვილებთან ცხოვრობს, რომლებიც მოსამსახურესავით ექცევიან. და ამ დროს სემი ინტერნეტში მშვენიერ "უფლისწულს" გაიცნობს...

Starstruck:ჯესიკა ოლსენი ნათესავების მოსანახულებლად ლოს-ანჯელესში მიდის და დისგან იქაური შეძლებული ადამიანის - კრისტოფერ ვაილდის შესახებ შეიტყობს. ერთხელაც, ღამით ჯესიკა კრისტოფერს ხვდება, ისინი ერთად ატარებენ გიჟურ საღამოს და ერთმანეთი უყვარდებათ... თუმცა, როდესაც ჯესიკა სახლში ბრუნდება, ეროვნული ტელეარხის წარმომადგენლები ეკითხებიან კრისტოფერს, რომ ისინი ერთად დაინახეს და შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს. კრისტოფერი კი აცხადებს, რომ არც კი იცნობს ამ გოგოს და არასოდეს შეხვედრია...
17 again:ფილმის სიუჟეტი ოჯახის უფროსის, მაიკ ო'დონელის გარშემო ვითარდება. ერთ მშვენიერ დილას, ახალგაღვიძებული მაიკი აღმოაჩენს, რომ კვლავ 17 წლის მოზარდია და იგივე სკოლაში წავა სასწავლებლად, რომელშიც მისი შვილები დადიან..

The last song:17 წლის ვერონიკა მილერის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მშობლები ერთმანეთს შორდებიან და მამა საცხოვრებლად ვილმინგტონში გადადის. გადის სამი წელი, მაგრამ ვერონიკას სიბრაზე ისევ აქვს გულში. მიუხედავად ამისა, საკუთარი ნების წინააღმდეგ ძაფხულში მამასთან მიემგზავრება. ვერონიკას მამა ყოფილი პიანისტია და ახლა მასწავლებლობით ირჩენს თავს. მამა-შვილს საერთო მხოლოდ მუსიკის სიყვარული აქვთ...
Mean girls:კენდიმ მთელი ბავშვობა მშობლებთან ერთად აფრიკაში გაატარა... აქ იმარჯვებს უძლიერესი... სკოლაში კი, სადაც ის პირველად 15 წლის ასაკში მოხვდა, ეს ჯუნგლების კანონი არ მოქმედებს...
By:Fashionista

No comments:

Post a Comment