Thursday, October 13, 2011

Autumn Trends,Street Style


ზაფხული დამთავრდა,მზეც აღარ ანათებს..დროა ჩვენი გარდერობი განვაახლოთ,მე შემოგთავაზებთ შემოდგომა-ზამთრის მოდურ ტენდენციებს .წელს ისევ არ გვშორდება ლეოპარდის პრინტი,აქტუალურია ბეწვი,ტყავის ქურთუკები, ჩექმის სტილის ბოტები და ბოთფორდები...მამაკაცის სტილის პიჯაკები,და მაქმანებიანი შორტები.   წარმოგიდგენთ რამდენიმე ქალაქის ქუჩის მოდას...                                                   New York;Paris;Milan
















By:Fashionista  

Thursday, August 4, 2011

The 27 club

1975 წელს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი ცნობილი მუსიკოსი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ შეიქმნა ე.წ. "კლუბი 27" .( The 27 Club), ასევე ცნობილია როგორც "მარად 27-იანელთა კლუბი" რომელშიც გააერთიანეს ის ყველაზე ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც 27 წლის ასაკში გარდაიცვალნენ..ესენი არიან:
1 Brian Jones
ჯგუფ "როლინგ სტოუნის" წევრს ყველა იცნობდა, ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი, იყო, სხვათაშორის ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ კლუბის წევრი გახდა
#2Jimi Hendrix
ალბათ არ არის მელომანი, რომელმაც მისი სახელი დ აგვარი არ იცოდა. ის ყველაზე ცნობილი გიტარისტი იყო მთელ მსოფლიოსი, სამწუხაროდ არ მას გაუმართლა და ამ კლუბს შეუერთდა
#3 Janis Joplin
ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი ვოკალისტი იყო. მომღერალი და კომპოზიტორი, ქალი, რომელიც როკის დედოფლად არის აღიარებული. 27 კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი ვოკალისტი
#4Jim Morrison
the doors-ის უკვდავი სოლისტი, ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ნამდვილი მუსიკა აჩუქა, ადამიანი, რომლის დავიწყებაც, მილიონობით ადამინისთვის შეუძლებელია..
#5 Kurt Cobain
კურტ კობეინი, მისი სახელის დავიწყდება შეუძლებელია, როკის მსმენელთათვის. ის ხომ ლეგენდაა. ნირვანას სოლისტი დღემდე ცოცხლობს მისი ფანების გულებში.
27 კლუბს კიდევ ერთი აღიარებული შემსრულებელი შეუერთდა, ემი უაინჰაუსის სახით. მისმა დაღუპვამ შოკში ჩააგდო მსოფლიო, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მიხვდა აუდიტორია, თუ რაოდენ ძლიერი მუსიკოსი ყოფილა ემი..
By:Fashionista

მოდური აქსესუარები ზაფხული-შემოდგომა 2011

 სეზონის განსაკუთრებული ტრენდია რეტრო-ჩანთები. ეს მოდელები გასული საუკუნის 70-80-იანი წლებში გვაბრუნებენ.

მოდაშია ღია, კაშკაშა ფერებისა და საინტერესო ფერთა კომბინაციის ჩანთები (Prada, Chanel),ასევე ხალისიანი ახალგაზრდული პრინტებით გაფორმებული პლაჟის ხელჩანთები (Versus).

მოდაში რჩება კონვერტის, ოვალური და სხვადასხვა ფორმის პატარა ჩანთა, (კლაჩი), რომელიც განსხვავებით წინა სეზონებისგან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიჭიროთ.

უმეტეს შემთხვევაში ფერთა გამა კლასიკურია, თუმცა ზოგიერთ კოლექციაში გვხვდება-იისფფერი, ცისფერი, სალათისფერი, მელნისფერი ხელჩანთები, რომელნიც ზოგჯერ მძივებით, ბისერით ან სხვადასხვა სახის კრისტალებითაა გაფორმებული. (Louis Vuitton, Burberry Prorsum).

ძალიან მოდურია ამ სეზონზე ჩანთა- საფულე და ჩანთა-ქისა, საფულეები ღია ფერებშია წარმოდგენილი, ქისებს კი განსაკუთრებით ელეგანტურსა და პრაქტიკული მოდელების სახით გვთავაზობენ. (Chanel)

მოდაშია დაწნული ჩანთებიც. სტილი დიდად შეზღუდული არ არის. მთავარია მიემხროთ მოდური სამოსის მიმართულებას და შესაფერისი ჩანთა აარჩიოთ. (Grizzly, Kawaii Factory, Freitag)

რაც შეხება საგაზაფხულო ბიჟუტერიას. მოდაშია ბეჭდები მკვეთრი გეომეტრიული ფორმებით. ამ სეზონზე შესაძლებელია, როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ბეჭდის ერთად ტარება, მთვარია მათი სტილი მკვეთრად არ განსხვავდებოდეს.

აქტუალური იქნება ვინტაჟის ტიპის მძივები. ამ სეზონზე, ფერს და მასალას მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს გამჭვირვალე მინისა თუ ხის მძივები, მთვარია მოიხდინოთ.

რაც შეეხება საყურეს, ის თავისი სიმკვეთრით, ზომით და სიკაშკაშით უნდა გამოიკვეთოს სხვა აქსესუარების ფონზე.
ამ სეზონის მოდური სამაჯურები მეტად ელეგანტური და ქალურია.

გავრცელებულია მაგნიტისგან დამზადებული მოოქრული ან მონიკელებული სამკაულები. ევროპაში და აშშ-ში ამ სამკაულების ფასი უკვე პრესტიჟული მოდური სამკაულებს უთანაბრდება.

მედიცინა მზის სათვალეს მხოლოდ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავ საშუალებად მიიჩნევს, თუმცა ის განსაკუთრებული მოდური აქსესუარია. ზაფხული წამოუდგენელია მოდური და ხარისხიანი მზის სათვალის გარეშე.
მოდაშია რეტროს სტილის დიდი სათვალე, ავიატორის სტილი. აქტუალურია თითქმის გამჭვირვალე ლინზები.
By:Fashionista

2011 წლის მოდის ტენდენციები

ყველას აქვს თავისი სტილი,და საყვარელი სამოსი.ალბად ყველა თინეიჯერი ცდილობს გაითვალისწინოს მოდური ტრენდები და შეუხამოს ისინი მათთვის საყვარელ სამოსს.წარმოგიდგენთ   2011 წლის მოდურ ტრენდებს..:
ლეოპარდის პრინტი არც წელს კარგავს აქტუალურობას და ის უკვე მესამე წელია მოდური ტრენდია,
თუ გსურთ გამოიყურებოდეთ მოდურად და ასევე თავი კომფორტულად იგრძნოთ,ამაში დაგეხმარებათ max კაბები..ალბად ბევრ თქვენთაგანს სურს ჩაიცვას მოკლე კაბები და გამოაჩინოს მისი ლამაზი ფეხები.მაგრამ გაითვალისწინეთ რომ გრძელ კაბებში ხაზს გაუსმევთ თქვენს ქალურობას.2011 წლის გაზაფხულ/ზაფხულზე განსაკუთრებულ აქცენტში იქნება ყვითელი
ფერი,რადგან მას აქვს საყოველთაო მიმართვა. ამ ფერის ტანისამოსი შეგიძლიათ
ჩაიცვათ სხვადასხვა ადგილებში, წვეულებაზე, ქუჩაში და ა.შ. ეს ფერი საკვანძო
ელემენტია გაზაფხული/ზაფხულის კოლექციისა.
ზოლიანი სამოსის ჩაცმა ჯერ კიდევ შეიძლება..
chaneli-ს 2.55 ისევ ერთ-ერთ ყველაზე მოდური   ჩანთაა,უკეთესია თუ ის ვერცხლისფერი ან ცისფერი იქნება.მოკლე შორტებში თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ.გაითვალისწინეთ,რომ,მთავარია გიხდებოდეთ ის რაც გაცვიათ და თავს კომფორტულად გრძნობდეთ მასში...
რჩევა:არ ჩაიცვათ ყველაფერი ერთად მხოლოდ იმიტომ რომ ის მოდურია.
By:Fashionista

თინეიჯერული ფილმები ♥






  LOL (Laughing Out Loud):LOL – ინტერნეტის ენაზე "ვკვდები სიცილით"-ს ნიშნავს. 15 წლის გოგონასაც მეგობრები ასე მიმართავენ. ერთხელაც, როდესაც ლოლა არდადეგებიდან კლასში ბრუნდება, აღმოჩენს, რომ ბოიფრენდი მას მთელი ზაფხულის განმავლობაში ღალატობდა. ახლა გოგონას მხოლოდ დედის დახმარების იმედი აქვს, დედას კი სულაც არ ცალია მოზარდისთვის, მას თავისი პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაში
A cinderella story:სემ მონტგომერი, ექსცენტრიულ დედინაცვალ ფეონასტან და მის ბოროტ ქალიშვილებთან ცხოვრობს, რომლებიც მოსამსახურესავით ექცევიან. და ამ დროს სემი ინტერნეტში მშვენიერ "უფლისწულს" გაიცნობს...

Starstruck:ჯესიკა ოლსენი ნათესავების მოსანახულებლად ლოს-ანჯელესში მიდის და დისგან იქაური შეძლებული ადამიანის - კრისტოფერ ვაილდის შესახებ შეიტყობს. ერთხელაც, ღამით ჯესიკა კრისტოფერს ხვდება, ისინი ერთად ატარებენ გიჟურ საღამოს და ერთმანეთი უყვარდებათ... თუმცა, როდესაც ჯესიკა სახლში ბრუნდება, ეროვნული ტელეარხის წარმომადგენლები ეკითხებიან კრისტოფერს, რომ ისინი ერთად დაინახეს და შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს. კრისტოფერი კი აცხადებს, რომ არც კი იცნობს ამ გოგოს და არასოდეს შეხვედრია...
17 again:ფილმის სიუჟეტი ოჯახის უფროსის, მაიკ ო'დონელის გარშემო ვითარდება. ერთ მშვენიერ დილას, ახალგაღვიძებული მაიკი აღმოაჩენს, რომ კვლავ 17 წლის მოზარდია და იგივე სკოლაში წავა სასწავლებლად, რომელშიც მისი შვილები დადიან..

The last song:17 წლის ვერონიკა მილერის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მშობლები ერთმანეთს შორდებიან და მამა საცხოვრებლად ვილმინგტონში გადადის. გადის სამი წელი, მაგრამ ვერონიკას სიბრაზე ისევ აქვს გულში. მიუხედავად ამისა, საკუთარი ნების წინააღმდეგ ძაფხულში მამასთან მიემგზავრება. ვერონიკას მამა ყოფილი პიანისტია და ახლა მასწავლებლობით ირჩენს თავს. მამა-შვილს საერთო მხოლოდ მუსიკის სიყვარული აქვთ...
Mean girls:კენდიმ მთელი ბავშვობა მშობლებთან ერთად აფრიკაში გაატარა... აქ იმარჯვებს უძლიერესი... სკოლაში კი, სადაც ის პირველად 15 წლის ასაკში მოხვდა, ეს ჯუნგლების კანონი არ მოქმედებს...
By:Fashionista

ჰობები და ინტერესები.!

მინდა დავწერო ინეტერესებზე და ჰობებზე. ყველა თინეიჯერს აქვს რაიმე ჰობი ან ინტერესი. არიან  ტინეიჯერები რომლებიც წიგნის კითხვას და მშვიდ ცხოვრებას ურჩევნიათ ''აღვირახსნილი'' ცხოვრება.მაგალითად კლუბები ,ბარები და ა.შ .ზოგს აინეტერსებს მუსიკა, ხელოვნება,წიგნები და ა.შ. დიახ,დიახ ასეთებიც არიან.ყველა თინეიჯერი ცდილობს ქონდეს საკუთარი სტილი .  აი მაგალითად ავიგოთ ტანსაცმელი . ზოგი თინეიჯერი იცვამს კლასიკური სტილის ტანისამოსს ზოგი კი დახეული  ჯინსებით და კედებით დადის. ყველა ცდილობს განსხვავებული იყოს, სხვებისგან გამორჩეული.თინეიჯერობის ხიბლიც ხო ამაშია.ჩვენი ერთერთი ბლოგერი (fashionista) შოფაკოლიკია. როცა ცუდ ხაისატზეა შოპინგს ირჩევს. ჩემი აზრით თაკოს თავისი სტილი აქ.  არის გემოვნებიანი . და რაც მთავარია იხდენს ტანისამომსს ჩემი აზრით ეს მთავარია.რაც  შემეხება მე, ნინიკოს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქ ტანსაცმელს .)) მთავარია მოვიხდინო.ამოჩემება ვიცი ავირჩევ ერთ looks და შემდეგ ვეღარ მხდიან. ძალიან მიყვარს აქსესუარები : საათები, სათვალეები და ა.შ . ვერ ვიტან საყურეებს . ბლესკებს და ეგეთ რაგაცეებს ))  ეს ყველაფერი ტანსაცმელზე . ეხლა სხვა ჰობებზე . მაგალითად მე როგორც ასეთი ჰოობი არ მაქ. მიყვარს მუსიკების მოსმენა ) მეგობრებთან ერთად გიჯობა . ასევე მიყვარს წიგნები და ფილმების ყურება. ასევე ძალიან მიყვარს  ადამიანის ნერვების მოშლა (xumroba xumrobashi) :D მოკლედ არ ვარ ერთფეროვანი.ყველა ადამიანს თავისი სამყარო აქ  :))  (Twigyy)

საცურაო კოსტიუმები 2011 წლის ზაფხულისთვის

 ზაფხული ჯერ არ დამთავრებულა და ალბად ბევრი თქვენთაგანი ზღვაზე არ წასულა და ჯერ ისევ გეგმავს დარჩენილი ცხელი ზაფხულის გატარებას.ჩვენ შემოგთავაზებთ წელს ყველაზე აქტუალურ საცურაო კოსტიუმებს.2011 წლისათვის აქტუალურია სამი მოდელის საცურაო კოსტიუმი:მონობიკინი,ბიკინი და ტრიკინი.
მონობიკინი გახლავთ მოდელი რომელიც შეიძლება არასტანდარტული აგებულების ქალბატონებმა მოირგონ.მას აქვს გახსნილი ზურგი,ხოლო მუცელზე ორი ძირითადი ნაწილი ზონრებით ერთდება,
ბიკინის სტილი უფრო ახალგაზრდა თაობისთვისაა,რომწლთაც სრულყოფილი სხეული აქვთ.მოდური აქცენტი ფართო თასმებით მოქსოვილი
საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილია. მინიატურული ბიკინს.მოდის სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. :ეს გახლავთ მოდელი ,რომლის ორი,ზედა და ქვედა ერთმანეთთან არა მუცელზე გამავალი თასმებით ერთდება,არამედ გვერდზე ერთი ან ორი ფართო
თასმით შეერთებული ნაწილები კარგად აჩენს ქალის მუცელს და განსაკუთრებული პიკანტურობით გამოირჩევა..მოდური საცურაო კოსტიუმის ზედა ნაწილი თასმებით არ იკვრება და მკერდზე პირდაპირ მაგრდება.
ფერები:ძირითადი მოდური ფერებია ვერცხლისფერი და ოქროსფერი.პოპულარობას ისევ ინარჩუნებს ფერის საცურაო კოსტიუმები. (fashionista)